ჩიზვიქ ჰაუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩარდ ბოილი (ლორდი ბერლინგთონი). ჩიზვიქ ჰაუსის გეგმა .

ჩიზვიქ ჰაუსი – ბრიტანული ნეო-პალადიანიზმის თვალსაჩინო ნიმუში, მისი მფლობელის ბერლინგთონის მე-3 გრაფის, რიჩარდ ბოილის (Richard Boyle, 1695-1753) მიერ 1727 წელს აიგო.. იტალიაში ყოფნისას ბერლინგთონი პალადიოს მიერ ქალაქგარეთ აგებულ სახლებს გაცნობია და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვილა როტონდას მოუხდენია. ჩიზვიქ ჰაუსი მან სწორედ პალადიოს ამ ვილის მიხედვით დააგეგმარა. ნაგებობის გეგმა, ვილის მსგავსად, ბილატერალურ, ანუ ორმხრივი სიმეტრიის პრინციპზეა აგებული. თუმცა, ცენტრალური ნაწილი აქ, პალადიოს წრიული ფორმისაგან განსხვავებით, ოქტოგონალურია და მხოლოდ ორი შესასვლელი აქვს. საპარადო შესასვლელი, ორივე მხრიდან მიდგმული კიბეებით, რომაული ტაძრის ფასადის იმიტაციას წარმოადგენს. ჩიზვიქ ჰაუსის ფასადი, ფუნდამენტზე დაშენებული ძირითადი სართულითა და ფრონტონებით დაგვირგვინებული მაღალი მართკუთხა ფანჯრებით, ტიპურად პალადიანურია. ნაგებობის ცხად, მწყობრ პროპორციებსა და სტრუქტურას იდეალურად შეხამებული სულ რამდენიმე, მკაფიოდ გამოკვეთილი დეტალი აშკარად პალადიოს დიზაინს გვაგონებს.

რიჩარდ ბოილი (ლორდი ბერლინგთონი). ჩიზვიქ ჰაუსი.


რომში ყოფნისას ბერლინგთონმა ინგლისელი ემიგრანტი უილიამ ქენთი (William Kent, 1685-1748) ლონდონში დაბრუნებაზე და მასთან თანამშრომლობაზე დაითანხმა. ქენთის პროექტით შეიქმნა ჩიზვიქ ჰაუსის გასაოცრად მდიდრული ინტერიერი და კარ-მიდამოს დიზაინი. სტილი, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი გაფორმდა, ინგლისური ლანდშაფტური ბაღის სახელით გახდა ცნობილი მთელ ევროპაში. ქენთის ბაღის გეგმარება უგულვებელყოფს ბაროკული ბაღების რეგულარობასა და ხისტ ფორმალობას. მისთვის მიხვეულ-მოხვეული ბილიკები, ტბები, პატარა ჩანჩქერები, ირეგულარულად გაშენებული ბუჩქნარი და სხვა იმგვარი ეფექტებია დამახასიათებელი, რომლებიც სოფლის ბუნებრივი პეიზაჟების იმიტაციას ქმნის; სინამდვილეში კი, ყოველივე საგანგებოდაა გათვლილი და დაგეგმარებული.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები