ჩითახევი (კურორტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩითახევი – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 840-900 მ სიმაღლეზე. ზამთარი რბილია (იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2.80C), ზაფხული – ზომიერად ნოტიო (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – 17.50C). ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამია 620 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა და მინერალური წყალი.