ჩითახევჰესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩითახევჰესი – ჰიდროელექტროსადგური ქ. ბორჯომის სამხრეთით 17 კმ მანძილზე. სათავე ნაგებობა მოწყობილია მდინარე მტკვარზე. საკუთრივ ჩითახევჰესი მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზეა აგებული. აქ დადგმულია სამი აგრეგატი. სამივე აგრეგატის ჯამური სიმძლავრეა 21 ათასი კვტ.