ჩიკაგური სტილი (ჯაზი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩიკაგური სტილი – „თეთრი ჯაზის“ დაკვრის სტილი, რომელიც ჩაისახა ჩიკაგოში ოციანი წლების დასაწყისში, ხოლო მოგვიანებით გასცდა ჩიკაგოს ფარგლებს. „ჩიკაგური სტილი“ წარმოადგენს შუალედურ სტადიას ტრადიციულ ჯაზსა და სუინგს შორის. მასში თანდათანობით გამოცალკევდა ჯგუფური დაკვრა (სპილენძის ჯგუფი, საქსოფონები). ერთობლივი იმპროვიზაცია ადგილს უთმობს სოლო იმპროვიზაციას. იცვლება საკრავებიც: კორნეტისტები უფრო და უფრო ხშირად უკრავენ საყვირზე, ტუბა იცვლება კონტრაბასით, ბანჯოგიტარით, თანდათანობით ორკესტრში მკვიდრდება საქსოფონი და ფორტეპიანო.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები