ჩიკვაიძე შაქრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაქრო ჩიკვაიძე – ქართველი მწერალი და ფილოლოგი. დაიბადა 1952 წლის 2 იანვარს, ქედის რაიონის სოფელ ვაიოში. 1968 წელს დაამთავრა სოფელ ვაიოს საშუალო სკოლა, 1974 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა – ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია).

1974-1977 წლებში მუშაობდა წონიარისის საშუალო სკოლაში, ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად.

იყო ქედის რაიონის გაზეთ „კოლმეურნეს“ კორესპონდენტი (1978-1980), ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის – „ოქტომბრის გზით“ (1980-1982) კორესპონდენტი, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარის“ საწარმოო განყოფილების გამგე (1982- 1983), გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ კორესპონდენტი და საკუთარი კორესპონდენტი (1983-1990), ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი (1989-1991), ხელვაჩაურისა და ქედის რაიონული გაზეთების კორესპონდენტი (1992-1993), გაზეთების („სოფლის ცხოვრება", „სახალხო განათლება") კორესპონდენტი (1994-2004); პარალელურად იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო განყოფილების გამგე და პრესმდივანი.

2006 წელს იმუშავა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ. 2001 წლიდან დღემდე, გაზეთ „ქედის“ და გაზეთ „მაცნეს" რედაქტორია.

ავტორია რომანისა „მემკვიდრე“ (ორ ტომად, 2003) და სათავგადასავლო-მემუარული წიგნისა „ჩვენი ოდისეა“, რომლის გამოც 1996 წელს გახდა ნომინანტი საქართველოს სახელმწიფო პრემიისა.

იბეჭდება ჟურნალ „ჭოროხში“ და რესპუბლიკის სხვა ჟურნალ-გაზეთებში.

1978 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, 2018 წლიდან – საქართველოს მწერალთა კავშირისა.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები