ჩინეთ-ავღანეთის ხელშეკრულებები
ჩინეთ-ავღანეთის ხელშეკრულებები
ხელშეკრულება მეგობრობისა და ერთმანეთზე თავდაუსხმელობის შესახებ
ხელი მოაწერეს 26.VIII ქაბულში განუსაზღვრელი ვადით, თითოეული მხარის უფლებით, მოეხდინა მისი დენონსირება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (12.XII) ათი წლის შემდეგ. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ავღანეთი ცნობენ და პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ორივე ქვეყნის მთავრობებმა აიღეს ვალდებულება თავდაუსხმელობის შესახებ, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე მხარის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კავშირებში.
1963 ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრის შესახებ
ხელი მოაწერეს 22-XI პეკინში, ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან. მან დაადასტურა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მუზტაგის წყალგამყოფ ქედზე. ერთი მხრივ მდინარე თაშყორღანის შენაკადის – ყარაჩუკურსუს და, მეორე მხრივ, მდინარე აქსუს სათავეებსა და მდინარე ვახანის ზემო დინების – მდინარე ვაჰჯირს შორის. დემარკაცია ჩინეთ-ავღანეთის საზღვრისა მოხდა 1965.