ჩინეთ-ბირმის ხელშეკრულებები 1960

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-ბირმის ხელშეკრულებები 1960

ხელშეკრულება მეგობრობისა და ურთიერთთავდაუსხმელობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 28 იანვარს პეკინში. დაიღო 10 წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება მოქმედებს განუსაზღვრელი დროით. თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს მის დენონსაციას. ძალაში შევიდა 14 მაისს.

მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს შორის არ გამოიყენებენ სამხედრო ძალას და არ მიიღებენ მონაწილეობას ისეთ სამხედრო კავშირებში, რომლებიც მეორე მხარის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ხელშეკრულებასთან ერთად ხელმოწერილ იქნა ჩინეთ-ბირმის შეთანხმება საზღვრის შესახებ, რომელიც ჩინეთ-ბირმის საზღვრის სადავო მონაკვეთების გავლებას განსაზღვრავდა. მხარეები შეთანხმდნენ, შეექმნათ ერთობლივი კომისია საზღვრების შესახებ საკითხების გადაწყვეტისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.

ხელშეკრულება საზღვრის შესახებ

ხელმოწერილ იქნა პეკინში 1 ოქტომბერს. ადგენს საზღვარს ჩინეთსა და ბირმას შორის. ბირმა დათანხმდა, ჩინეთისათვის გადაეცა პიმოს, გოლუმისა და კანჟანის რაიონები (დაახლ. 153 კვ კმ). ხოლო ჩინეთი დათანხმდა იმაზე, რომ საზღვრის მონაკვეთი მდინარეების – ნამპასა და ნამდინის შესართავიდან მდინარეების – ნამკასა და ნამიუნის შესართავამდე დაედგინათ. გადაეცა ბირმისთვის „განსაკუთრებულად დადგენილი ნამვანის ზონა“ (დაახლ. 220 კვ კმ), რომელიც ადრე ფორმალურად ჩინეთს ეკუთვნოდა, მაგრამ ბირმას „სამუდამო იჯარით“ ჰქონდა აღებული, ამ ზონის სანაცვლოდ ბირმამ ჩინეთს პანხუნასა და პანლაოს ტომების დასახლებული ტერიტორიები გადასცა (დაახლ. 189 კვ კმ.). ჩინეთის მთავრობამ უარი განაცხადა თავის უფლებაზე, გამოეყენებინა ლუფანის (ბირმა) სამთო-სამრეწველო საწარმოები, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ერთობლივი კომისია განაგრძობს სასაზღვრო ზოლის შესწავლას, შეადგენს ოქმსა და რუკას. რომლებიც ხელშეკრულების ოფიციალური დამატება გახდება (ოქმი ხელმოწერილ იქნა 1961 წლის 13 ოქტომბერს).


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები