ჩირბული მუხლამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩირბული მუხლამა – ჩირბული მუხლამა კოწახურის დამატებით ერბოში შემწვარი კვერცხისაგან დამზადებული კერძი იყო.
რგოლისებურად წვრილად დაჭრილ ხახვს მარილს მოაყრიდნენ, გაწურავდნენ და ერბოში მოხრაკავდნენ, რის შემდეგაც კვერცხებს ჩატეხავდნენ, ზემოდან ისევ შემწვარ ხახვს მოაყრიდნენ, თუნუქის სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებზე შედგამდნენ. ამავდროულად, დანაყილ ნიორნარევ მარილს კოწახურიან წვენში გახსნიდნენ და წამოადუღებდნენ, შემდეგ ამ წვენს შემწვარ კვერცხებს მოასხამდნენ და ნიორმარიალიან წყალს დაასხამდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:111.