ჩიტიწვივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Citiwviva.PNG

ჩიტიწვივა - Epimedium colchicum (Boiss.) Trautv

აჭარ. - წამალდიდი, ჩიტაძუა, ღორიკვაშილა, - მეგრ. – ოხორკალაია

ჩიტიწვივა კოწახურისებრთა ოჯახს ეკუთვნის. მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ფოთლოვანი ტყეების ჩრდილიან ადგილებში გვხვდება, განსაკუთრებით საშირად აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში. აღმოსავლეთ საქართველოში არ ხარობს. ჩიტიწვიღას ახასიათებს მხოხავი ფესურები, რომლებიც უხვად ივითარებენ ღერო-ფოთოლს. ამიტომ გვხვდება ჩიტიწვივა ჯგუფებად ტყეებში. მისი ღერო 25-50 სმ სიმაღლისაა. ფოთლები სამფოთოლაკიანია და ყველა ძირთანაა თავმოყრილი. თითოეული ცალკე ფოთოლაკი გრძელყუნწიანია, მოყვანილობით გულისებრი და შორიშორს დაკბილული.ახლად ამოყრილი ფოთლები მწვანეა და ნაზი, წინა წლის ფოთლები კი, რომლებიც დიდხანს შერჩება ხოლმე ამ მცენარეს, ხეშეშია, ლითონისფერი.

ჩიტიწვივას მოყვითალო-მომწვანო ყვავილები გაიშლება ხოლმე მარტში, მაგრამ, თუ გაზაფხული გვიან დადგა, აყვავებული ჩიტიწვივას ნახვა მაისის პირველ ნახევარშიც შეიძლება. ყვავილები ყუნწიანია და მეჩხერ მტევნადაა შეკრებილი. გვირგვინის ფურცელი ოთხია, მეტად ნაზი და ძალიან ადვილად სცვივა. ჯამის ფოთლები გვირგვინის ფურცლების მსგავსადა შეფერილი, ზოგჯერ მოწითლოდ.

ჩიტიწვივა, მას ელფების ყვავილსაც უწოდებენ. მეგრულად – ოხორკალაია.

აღმოსავლურ ალტერნატიულ მედიცინაში, მცენარე განიხილება ყველაზე ძვირფას მატონიზირებელ და გამაძლიერებელ აგენტად, რომელსაც ძირითადად იყენებენ ჯანმრთელი სექსუალური აქტივობის აღდგენასა და შენარჩუნებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში ნეირომედიატორების – ადრენალინის, ნორადრენალინის, სეროტონინის, დოფამინის გაზრდას, რომლებიც მონაწილეობენ ჰორმონების გამომუშავებაში. დოფამინი, კერძოდ, უზრუნველყოფს ტესტოსტერონის, მამრობითი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას; მცენარის ფოთლების გამოყენება ასტიმულირებს ჰორმონების სეკრეციას მამაკაცებში, აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას და უზრუნველყოფს საკმარის სექსუალურ ენერგიას როგორც კაცებში, ასევე ქალებში. სენსორულ ნერვებზე მასტიმულირებელი ეფექტის წყალობით, იზრდება სექსუალური აქტივობა და სპერმის წარმოება. მცენარის თვისებები ფართოდ გამოიყენება თირკმელების, ღვიძლის, სახსრების (მუხლების ჩათვლით) დაავადებების, უშვილობის სამკურნალოდ. გამოყენების ჩვენებები: ერექციული დისფუნქციის დარღვევა; სპერმატოგენეზი; დაბალი იმუნიტეტი; ტესტოსტერონის სეკრეციის დარღვევა; იმპოტენცია; სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევა; არტერიალური ჰიპოტენზია; რევმატიული არტრალგია; კიდურების სისუსტე; კლიმაქტერიული ჰიპერტონია; ქრონიკული სხივური დაავადება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები