ჩიღვინაძე გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ჩიღვინაძე

ჩიღვინაძე გივი − (1960), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ მოხვაში (საჩხერე). 1989 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, იყო „სალიტერატურო გაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ „შარავანდის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ „რაეოს” მთავარი რედაქტორის მოადგილე, საბავშვო ჟურნალ „მახარობლის“ მთავარი რედაქტორი. ამჟამად მუშაობს გამომცემლობა „საუნჯეში“ რედაქტორად. წერს ლექსებს, მოთხრობებს და საბავშვო ნაწარმოებებს. გამოცემული აქვს წიგნები: „სხივები ნისლში“ (ლექსები, 2012), „ცისკენ მიმავალი ბილიკი“ (მოთხრობები, 2012), „ძველი გუთნისდედების მიწა“ (მოთხრობები, 2015), „მთების ხსოვნაში“ (ლექსები, 2018). მისი საბავშვო წიგნებია: „ანბანთქება“ (2006, 2009, 2017) „თოვლიანი ტყის ამბები“(2006, 2011 ), „მზე შინა და მზე გარეთა (ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები აღწერილი ბავშვებისათვის, 2009, 2014). „მთებისა და ტყეების ამბები“ (2018).


იმერეთი
(წარსულის სურათიდან)
ჩაიწურა მთებზე სხივთა ჩანჩქერები,
ფოთოლცვენას შეერია ჩრდილი ქედზე,
ქალიშვილი ოცნებათა ნარჩენებით
მშვენიერობს შემოდგომის ბილიკებზე...
საღამოა, მყუდრო ხევებს მოეწყინათ,
დაეფინა ბინდი გზებს და ნაგზაურებს,
მოინისლა, მოეწიათ უცებ წვიმა
ნიშნობაზე ამგზავრებულ აზნაურებს...
მასპინძელი, სიმღერები სანადიმო
სწვდება ღრუბლებს, მთის წვერებზე აზვავულებს,
მორიდება, შორით მზერა, სანამ ღვინო
თავმომწონე აზნაურებს აზრს აურევს...
მერე ღამე, ჩამოზვინულ ჩალის კონებს
აშრიალებს ტყემლის ხეზე ქარი მშვიდი,
დაწვება და ისევ ნატვრას ჩაიკონებს
აზნაურის მეოცნებე ქალიშვილი...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები