ჩიჩერინი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჩიჩერინი

გიორგი ჩიჩერინი – (Гео́ргий (Ю́рий) Васи́льевич Чиче́рин; დ. 12 [24] ნოემბერი 1872 გ. [6] — 7 ივლისი 1936), საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.

1204-დან დაპატიმრების საფრთხის გამო იმყოფებოდა ემიგრაციაში, 1918 საბჭოთა მთავრობის მეცადინეობით გაათავისუფლეს საპატიმროდან. რომელშიც იგი ინგლისელებმა ჩასვეს 1917. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა ბოლშევიკური პარტიის წევრი. ვ.ი.ლენინის წინადადებით დაინიშნა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ 1918. 3.III.1918, როგორც საბჭოთა დელეგაციის წევრმა, ხელი მოაწერა ბრესტის ზავს. 1918 წლის 30 მაისიდან 1930-მდე – რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1923-დან – სსრკ-ისა). 1920 მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთთან, ირანთან და ავღანეთთან. რის შედეგადაც 1921 დაიდო ხელშეკრულებები ამ ქვეყნებთან. 1922 წლის აპრილ-მაისში ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციას გენუის კონფერენციაზე. ხელი მოაწერა რაპალოს ხელშეკრულებას 1922, ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციას ლოზანის კონფერენციაზე 1922-23: 1925 ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ თურქეთთან. ხოლო 1927 – ირანთან ხელშეკრულებას ნეიტრალიტეტის გარანტიის შესახებ. არის შრომების ავტორი საერთაშორისო ურთიერთობების, კულტურის და სხვა საკითხებზე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები