ჩიხრიხი (ხელსაწყო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩიხრიხი - ხის ხელსაწყო, რომელიც ბამბას აცლის კურკებს.
საშუალო ზომის ჩიხრიხი ნახევარი მეტრი სიმაღლისაა. ესაა ორი ბოძი, რომელთა ზემო ნაწილში გაყრილია ორი მრგვალი სახელურიანი ჯოხი, ჩიხრიხზე მუშაობს ორი კაცი, რომლებიც აქეთ-იქიდან ატრიალებენ ჯოხებს და მათ შუაში მჭიდროდ მოქცეულ ბამბას. ასეთი ტრიალის შედეგად სცვივა კურკები. გაწმენდილი ბამბა იპენტება ხის ჯოხით.