ჩოგოვაძე გოჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩოგოვაძე გოჩა

ჩოგოვაძე გოჩა – (Chogovadze Gocha), ქართველი დიპლომატი, 1994-2004 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივი წარმოამდგენელი იუნესკოში
დაიბადა 11 იანვარი, 1941 წელი, ქ. ქუთაისი, საქართველო.

განათლება:
1958-1963 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1968-1969 – სამეცნიერო სტაჟირება დარმშტატის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (გერმანია);
1975 – პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
1968-1980 – მართვის ავტომატიზებული სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სსრკ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი;
1980-1986 – იუნესკოს განყოფილების „ინფორმატიკა განათლებაში“ ხელმძღვანელი;
1986-1988 – საქართველოს უმაღლესი საბჭოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრი;
1989-1994 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი;
1993-დან – აკადემიკოსი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი;
1999-2003 – იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
2001-2003 – იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი;
2004-დან – იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.
ჯილდოები: საფრანგეთის ორდენი „აკადემიური პალმის კომანდორი“, საქართველოს ღირსების ორდენი, სსრკ საპატიო ნიშნის ორდენი, დაჯილდოებულია აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნების და ასოციაციების მედლებით.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები