ჩოლაყაშვილი ბიძინა (სახლთუხუცესი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოლაყაშვილი ბიძინა - სამეფო კარის სუფრაჩი 1638-1651 წწ.; სახლთუხუცესი 1630-იანი წწ.; კახეთის 1659 წ. სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. თეიმურაზ I-ის აქტიური მხარდამჭერი. 1648 წ. თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, კახეთის აჯანყების (1659) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად იგი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს. იგი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები