ჩორგოლაშვილი გელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გელა ჩორგოლაშვილი – დაიბადა 1958 წლის 9 სექტემბერს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი (1980); ასპირანტურა (1990).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა (1981-87).
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო, მაჟორიტარი, საბურთალოს სააკაძის №23 საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და ენერგეტიკის კომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).