ჩოუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოუჩინური ტრადიციული თეატრის კომიკური პერსონაჟი. ჩამოყალიბდა სუნის ეპოქის თეატრში (X-XIII სს.). ჩოუს ამპლუა გულისხმობს მეორეხარისხოვანი საყოფაცხოვრებო ტიპის როლების შესრულებას. ჩოუ იყოფა სამხედრო და სამოქალაქო პერსონაჟებად. იგი არ ასრულებს ვოკალურ პარტიებს, მისი დიალოგები და მონოლოგები ხშირად აგებულია იმპროვიზაციაზე, ახასიათებს უბრალოება და გულუბრყვილობა, იუმორი უხეში და არამახვილგონივრული. მისი გრიმის განმასხვავებელი თავისებურებაა სახეზე თეთრი ლაქა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები