ჩრდილების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილების თეატრითეატრის სახეობა, რომელშიც სცენას ცვლის გაპოხილი ქაღალდის ან გამჭვირვალე ქსოვილის ეკრანი, ხოლო მოქმედი პირები არიან თოჯინების ბრტყელი ფიგურები, რომლებიც იმყოფებიან სინათლის წყაროსა და ეკრანს შუა, ან კი უშუალოდ ეკრანზე არიან მიდებულნი. ფიგურებს მართავს მეთოჯინე თოჯინებზე მიმაგრებული ჩხირების მეშვეობით.

ჩრდილების თეატრის სამშობლო უცნობია. პირველად იგი მოხსენიებულია მე-11 საუკუნეში მან განსაკუთრეული განვითარება ჰპოვა ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში. აქედან იგი გავრცელდა სპარსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში.

ევროპაში ჩრდილების თეატრი გავრცელდა იტალიიდან მე-17 საუკუნეში, რასაც ხელი შეუწყო ბაზრობების თეატრებმა.

საქართველოში ჩრდილების თეატრის არსებობის შესახებ ცნობებს გვაწვდის პოეტი გრიშაშვილი გამოკვლევაში „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ (1935). პედაგოგ ქ. ჯუღელის და მსახიობი გ. კოსტავას ხელმძღვანელობით თბილისში დაარსდა პროფესიული ჩრდილების თეატრი. 1936 წელს იგი შეუერთდა თოჯინების სახელმწიფო ქართულ თეატრს და იარსება 1950 წლამდე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები