ჩრდილოატლანტიკური საბჭო
ჩრდილოატლანტიკური საბჭო – ნატოს ხელმძღვანელი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები.
საბჭო, როგორც წესი, იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება. საბჭოს სხდომებს უძღვება ნატოს გენერალური მდივანი ან მისი მოადგილე. საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბებიან ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ან სახელმწიფოს მეთაურები. ასეთ შეხვედრებზე იღებენ სხვადასხვა სახის განცხადებებსა და დეკლარაციებს, რომლებიც ცნობილი ხდება ფართო საზოგადოებისათვის. საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ნატოს პოლიტიკასა და საქმიანობასთან დაკავშირებით კონსესუსის საფუძველზე, რაც ალიანსის მართვის დემოკრატიული პრინციპის საფუძველია.