ჩრდილოეთის საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩრდილოეთის საბჭო – (ინგლ. Nordic Council), ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა რეგიონული ორგანიზაცია. შეიქმნა 1952 დანიის წინადადებით (I-ლი სესია ჩატარდა 1953).

ჩრდილოეთის საბჭოს თავდაპირველი წევრები იყვნენ: დანია, ირლანდია, ნორვეგია და შვედეთი. 1955 მის შემადგენლობაში შევიდა ფინეთი, რომელმაც დადო პირობა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვაში. ჩრდილოეთის საბჭოს წევრ-სახელმწიფოთა თანამშრომლობა ხორციელდება ჰელსინკის კონვენციის 1962 და კოპენჰაგენის შეთანხმების 1971 შესაბამისად ეკონომიკის, კულტურის, სოციალური პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

ჩრდილოეთის საბჭოს ორგანოებია: პლენარული ასამბლეა, რომლის სესია ყოველწლიურად ტარდება, პრეზიდიუმი და კომიტეტები. 1971 ჩრდილოეთის საბჭოს რეკომენდაციების განსახილველად და დასამტკიცებლად შეიქმნა მინისტრთა საკოორდინაციო საბჭო, 1972 – მუდმივმოქმედი სამდივნო. ჩრდილოეთის საბჭოს მოღვაწეობამ ხელი შეუწყო სამართლებრივი ნორმების უნიფიკაციის სოციალური პოლიტიკის სფეროში, სამუშაო ძალის რეგიონული ბაზრის შექმნას, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები