ჩრდილოვანი კაბინეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჩრდილოვანი კაბინეტი“დიდ ბრიტანეთში უმთავრესი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო კომიტეტი. ტერმინი „ჩრდილოვანი კაბინეტი“ გაჩნდა 1907, თუმცა თვით მოვლენა აღმოცენდა უფრო ადრე, XIX ს-ის 70-80-იან წლებში, როცა ქვეყანაში დამკვიდრდა მმართველობის ორპარტიული სისტემა.

დიდი ბრიტანეთის კონსტიტუციური სისტემის მიხედვის იმ პარტიის ლიდერი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო, ქმნის მთავრობას, პარლამენტში სიდიდით მეორე პარტია ხდება „მისი უდიდებულესობის ოფიციალური ოპოზიცია“. ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ფრაქციისაგან იქმნება „ჩრდილოვანი კაბინეტი.“ კონსერვატიულ პარტიაში ლიდერი თვითონ ნიშნავს „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წევრებს. ლეიბორისტულ პარტიაში კი მისი ფორმირება ხდება საპარლამენტო ფრაქციისაგან. „ჩრდილოვანი კაბინეტი“ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მმართველობის სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია. იგი წარმოადგენს თავისებურ ალტერნატიულ, სარეზერვო მთავრობას, რომელსაც შეუძლია, ოპოზიციური პარტიისათვის არჩევნების ხელსაყრელად დამთავრების პირობებში, თავის თავზე აიღოს ქვეყნის მართვა-გამგეობა. „ჩრდილოვან კაბინეტში“ მოქმედებს დისციპლინა და პასუხისმგებლობის პრინციპი, ისეთივე როგორც ეს მთავრობაშია. „ჩრდილოვანი კაბინეტის“ ოფიციალური ამოცანაა სამთავრობო კურსის „კორექტირება“, ძირითადად მთავრობის კრიტიკის, მინისტრებისათვის შეკითხვის დასმისა და სამთავრობო კანონპროექტებში შესწორებების შეტანის გზით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები