ჩუანცზიუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩუანცზიუიჩინური ტრადიციული თეატრის სიციუის ერთ-ერთი სახეობა. აღმოცენდა მე-18 საუკუნის შუა წლებში სიჩუანის, გუიჩჟოუს და იუნინანის პროვინციებში. ჩამოყალიბდა კუნციუის, ბანცზის და პიხუანის და ადგილობრივი თეატრის ხუადენსის (ფერადი ფანრების თეატრი) საფუძველზე.

მე-19 საუკუნის დამლევს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქ ჩენდუში ორგანიზებულ იქნა თეატრალური საზოგადოება „სამი დღესასწაული“, რომელმაც გააერთიანა ამ სახეობის ჩინური თეატრების მსახიობები და თეატრალური მოღვაწეები. აქ იდგმებოდა პიესები: „კოშკში განმარტოება“, „ნაქარგი კოშკურა“, „ეშმის ქვის სარჭი“, „წვრილი სიმები“ (და სხვ.). XX ს. 20-30-იან წწ. განიცადა კომერციული თეატრების გავლენა. 1949 წელს, სხვა თეატრების მსგავსად, ჩუანცზიუი რეფორმირებულ იქნა და გაიწმინდა მოძველებული რეპერტუარისაგან. 50-იანი წწ. დასაწყისში შეიქმნა თეატრალური აკადემია და თეატრალური სკოლა სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანში, სადაც ამზადებდნენ მსახიობებს ამ თეატრისათვის.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები