ჩუგუჩაკის ოქმი 1864

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩუგუჩაკის ოქმი 1864 – (რუსეთსა და ჩინეთს შორის ცენტრალურ აზიაში სასაზღვრო ზოლის დადგენასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერეს კულჯაში რუსეთის გენერალურმა კონსულმა ი.ი. ზახაროვმა და პოლკოვნიკმა ი.ფ. ბაბკოვმა. ჩინეთის მხრიდან – ადგილობრივი ადმინისტრაციის უმაღლესმა წარმომადგენლებმა მინიმ, სი ლინუმ, ბოლგოსუმ.

ჩუგუჩაკის ოქმი დაიდო 1860 პეკინის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მიზნად ისახავდა რუსეთ-ჩინეთის საზღვრის გამიჯვნას. დაწყებული შაბინ-დაბაგადან, ვიდრე სუნ-ლინის მთებამდე. მაგრამ ჩუგუჩაკის ოქმით საზღვრის დადგენა გაჭიანურდა, ვინაიდან 1864 აღმოსავლეთ თურქესტანში და ჯუნგარში ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა აჯანყებამ იფეთქა, საბოლოოდ რუსეთ-ჩინეთის სასაზღვრო ზოლი რეგიონში 1869-70 დადგინდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები