ჩხიკვაძე ვანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანო ჩხიკვაძე

ჩხიკვაძე ვანო − (1947), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ კირბალში (გორი). 1964 წელს დაამთავრა გორის 1-ლი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთების – „ნორჩი ლენინელის” და „ახალგაზრდა კომუნისტის” – რედაქციებში და საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული თეატრის რედაქტორად. პირველი ლექსები 1966 წელს გამოაქვეყნა გორის ლიტერატურულ ალმანახ „ლიახვში”, ლექსთა პირველი წიგნი − 1973 წელს. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ნათდება” (1960), „დაბადება” (1976), „ორნი სინათლის წრეში” (1976), „მტრედი ეკლესიის გუმბათზე” (1980), „სალამი ზამთრის დედოფალო” (1982), „შემოდგომის ბილიკი” (1982); „გადაფრენა” (1984), „გაზაფხულია, მარიამ”, „ღმერთო, მათქმევინე”, „ძველი ხიდი”, „ერთტომეული”, „ავტოპორტრეტი ძველ ჩარჩოში”, „მგზავრი”, გამოცემული აქვს პროზაული კრებულიც − „ორი კაცი” (1983) და რომანი − „ჩიტები ზამთარში” (1986).


* * *
ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ –
შენი კეთილი თვალი დამყურებს.
ივსება შენი სუნთქვით კარავი
და აკანკალებს ქარი საყურეს.
გცივა? −
ჩემ მხარეს ადრე მოადგა
ცივი წვიმების მძიმე კოჰორტა.
ვეღარ ვიხსენებ ან რა დროა და
ან ყვავილები ვისთვის მიმქონდა.
შენთვის?
მაგრამ შენ მხოლოდ ფიქრი ხარ,
ფიქრის თმები გაქვს, ფიქრის თვალები.
და სიყვარულიც ისევ გვიხმება,
რომელიც დიდხანს ვზარდეთ წვალებით.
ნოემბერი კი უფრო აურევს,
დამძიმებული ღრუბლის ტრაურით
მოიხსნი ბეჭდებს, ყვირფას საყურეს
და ხელუკუღმა ქარს გადაუყრი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები