ცალუღელაშვილი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ცალუღელაშვილი

ცალუღელაშვილი ლევან − (1980), ჟურნალისტი და პოეტი. დაიბადა თიანეთში. 2002 წელს დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთებში, აგრეთვე, რადიომაუწყებლობაში. ავტორია ლექსების კრებულისა „ნაბიჯი გრიგალთა გზაზე“.


* * *
არავისი არაფერი მინდა,
არავისი არაფერი მშურს...
ის, ვისთვისაც არ არსებობს წმინდა,
ეცდება და დაგისერავს სულს.
ფერმკრთალდება ეს ღრუბლები, თალხი,
თურმე ისევ ემღერება გულს,
არად აგდებ ჯვარზემცმელი ხალხის
ქირქილს, ხითხითს, უგვან ჟრიამულს.
ხარს თუ ქედზე ღვთის უღელი ადგას,
ცალი რქითაც კი გაავლებს ხნულს,
ზეცა ისმენს ერთი მერცხლის ლოცვას,
ააფეთქებს უმალ გაზაფხულს.
იმზიანებს, დარი შეცვლის ავდარს,
მიტევება შვენით უფლის მოსავთ,
ლოცვას, სულის ამ უებარ სალბუნს
უდაბნოში თავთუხები მოჰყავს.
მერე რა, რომ შენ არავის ერჩი,
მერე რა, რომ არავისი გშურს,
ვიღაც მაინც მიემხრობა ბნელეთს,
ეცდება და აგიტირებს სულს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები