ცანცაძე გენო
გენო ცანცაძე – 1999-1002 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი, დაიბადა სოფელ ზემო ფარცხმაში (ჩოხატაურის რაიონი), საშუალო სკოლა დაამთავრა თბილისში 1948 წელს და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. 1954-1956 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1957 წელს თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრის გამგედ.
გენო ცინცაძის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია და რამდენიმე მონოგრაფიული გამოკვლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წიგნი „აუცილებლობისა და შემთხვევითობის ურთიერთობის შესახებ“ (თბილისი, 1965), რომელშიც ეს ფილოსოფიური კატეგორიები განხილულია თანამედროვე მეცნიერების (ფიზიკისა და ბიოლოგიის) მონაცემების მეცნიერული ანალიზის საფუძველზე. გ. ცინცაძე იკვლევდა აგრეთვე მეცნიერული შემეცნების მეთოდოლოგიის პრობლემებს, ფილოსოფიისა და კერძო მეცნიერებათა ურთიერთობას, მეცნიერული კვლევის მეთოდებს და სხვა ფილოსოფიურ პრობლემებს. მის ნაშრომებში შესწავლილია არა მხოლოდ თეორიული ფილოსოფიის, არამედ აგრეთვე მეცნიერების ფილოსოფიის ძირეული საკითხები. იგი აკრიტიკებდა იმ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვით კერძო მეცნიერებანი ფილოსოფიიდან გამოიყო და, ამტკიცებდა რა მათი ურთიერთკავშირის აუცილებლობას, ამასთანავე იცავდა თითოეული მათგანის გენეტიკური და რეალური ავტონომიის იდეას. გ. ცინცაძე განსა:„უთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერული კვლევის სისტემურ მეთოდს, აჩვენებდა მის ფილოსოფიურსა და მეცნიერულ წანამძღვრებს, დამოკიდებულებას დიალექტიკურ მატერიალიზმთან. გ. ცინცაძემ სპეციალური წიგნი მიუძღვნა მეცნიერული შემეცნების მეთოდოლოგიის პრობლემას, რომელშიც ნაჩვენებია ამ მეთოდოლოგიის სტრუქტურა და დონეები, ფილოსოფიის მეთოდოლოგიური როლი სპეციალურ მეცნიერული კველევის პროცესში და სხვა.
თხზულებები
- „შესაძლებლობა და სინამდვილე, როგორც მატერიალისტური დიალექტიკის კატეგორიები“ (თბილისი, 1958);
- „აუცილებლობისა და შემთხვევითობის ურთიერთობის შესახებ“ (თბილისი. 1965);
- „დიალექტიკური მატერიალიზმის მოძღვრება კატეგორიების შესახებ“ (თბილისი, 1970);
- „ფილოსოფიისა და კერძო მეცნიერებათა ურთიერთობის შესახებ“ (თბილისი, 1973);
- „მეცნიერული შემეცნების მეთოდოლოგიის ზოგიერთი საკითხი“ (თბილისი, 1977);
- „მეცნიერული კვლევის სისტემური მეთოდი“ (თბილისი, 1980).