ცარაზონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცარაზონ-ი (ოს. Цæразон) – ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, ცარაზონების (Цæразонтæ) უძველესი გვარის დამაარსებელი, ოსების ეთნარქის – ოს-ბაღათირის ერთ-ერთი ვაჟი (რამდენადაც ძველ ოსურში „ონ“ სუფიქსი გვარის მაწარმოებელი იყო, რაც შენარჩუნებულია ქალებთან მიმართებაში, ცარაზონის თავდაპირველი სახელი ცარაზი უნდა ყოფილიყო). ოს-ბაღათირის უფროსი ვაჟის – ცარაზონის შთამომავლებმა, თქმულების თანახმად, მდ. არდონის ზემო წელი დაიკავეს. აქ შემოდიოდა ქასარისა და ნუზალის ხეობები. მომდევნო პერიოდში სადონდონის აუზში ცარაზონებს ეკუთვნოდათ ყაუზგიდი და ხოდი. ამრიგად, ცარაზონთა მიწებზე უძველესი დროიდან არსებობდა სოფლები – ბადი, კორა და ნაზგინი და მოგვიანებით მათ მიერვე დაფუძნებული ყაუ ნუზალი.

გადმოცემით, ნაზგინში ცხოვრობდა ცარაზონის შთამომავალი სამი ძმა – მზოქი, ქუფე და ჩელდი. პირველი ორი ძმა იქვე დარჩა, ხოლო ჩელდი მამისონის ხეობაში გადასახლდა და დააარსა ყაუ ზგილი (მისი შთამომავლები ატარებენ ჩელდითას გვარს). მოგვიანო პერიოდში ცარაზონები ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა ადგილებში დასახლდნენ, მაგრამ ყველამ იცის თავისი წარმომავლობა და ყველას ახსოვს თავისი ძირიხატი – ნუზალის ეკლესია (მათი სათაყვანებელი სალოცავი იყო ასევე მიქალგაბირთა).

დღეისათვის თავის თავს ცარაზონის შთამომავლობას განაკუთვნებს არაერთი გვარი და მათი განაყოფი (ასაევი – ხეთაგუროვი; ბიწოევი – მამიევი – მაგქაევი; ძასოხოვი – ალიხანოვი – ზანდაროვი – თარქანოვი; ძუსოვი – ხაფსაევი; ჯუსოევი – ჟაჟიევი – ძიგოევი – ქაჩმაზოვი – ქაითმაზოვი – ტურიევი; ქზოევი – თექოევი – სათაევი – აბოჩიევი; ქუფეევი – ძითოევი; მამითოვი – სიკოევი – აბოევი – ქუძაგოვი; მზოქოვი – ჩელდიევი; რევაზოვი – სოფოევი; ხაბალოვი – ქაბულოვი – ტოტიევი – გუბაევი; ხასიევი – ცუციევი; ხურუმოვი – გაზაევი – ქობესოვი – ხოსონოვი – ილაევი – ჩემეევი – მარგოსოვი – ხალაევი; ჩეხოევი – გამაზოვი).

«Цæразон» სახელის წარმომავლობას ვ. აბაევი ცეზარის გვიანლათინურ ჩაესარ ფორმას უკავშირებს (პატრონიმიული -ონ ფორმანტის დამატებით) და განაკუთვნებს კავკასიაში ალანთა ძლიერების პერიოდს, როდესაც რომელიღაც მმართველს გაუჩნდა სურვილი, თავი ცეზარის შთამომავლად გამოეცხადებინა.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
  • Бязыров А. Х. Мифические предания и поверья о происхождении осетин // ИЮОНИИ. 1980. Вып. XXV;
  • Гутнов Ф. Х. Из истории образования фамилий у осетин // Проблемы осетинского языкознания. Вып. II. Орджоникидзе, 1987;
  • მისივე, Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989;
  • Кузнецов В. А. Реком, Нузал и Царазонта. Владикавказ, 1990.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები