ცივი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცგი-დან)
ცივი, ცივა (მეგრ. ცგი) – მდინარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში ზღვის დონიდან 363 მ. სიმაღლეზე. სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობი 199 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალმოვარდნები, უფრო ხშირი და მძლავრი – ზაფხულსა და შემოდგომაზე.