ცდომილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცდომილება – სხვაობა რომელიმე x სიდიდის ზუსტ მნიშვნელობასა და მის მიახლოებითს a მნიშვნელობას შორის. ამ სხვაობის მოდულს ეწოდება სიდიდის აბსოლუტური ცდომილება, ხოლო |x-a|/ a ფარდობას – ფარდობითი ცდომილება; იგი შეიძლება გამოისახოს პროცენტებში.