ცეზურა (პოეზია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეზურა – (ლათ. გაკვეთა) – სალექსო ტაეპთა გამყოფი რიტმული პაუზა.

არსებობს მცირე ცეზურა და მთავარი ცეზურა.

მცირე ცეზურა ერთმანეთისაგან გამოყოფს სალექსო ტერფებს, ხოლო მთავარი ცეზურა მუხლებს. რაც უფრო გრძელია ტაეპი, მით უფრო თვალნათლივია მთავარი ცეზურა.

რუსთაველის ტაეპში მთავარი ცეზურა მოცემულია რვა მარცვლის შემდეგ, მცირე ცეზურები კი – ოთხი და ნაწილობრივ ორი მარცვლის შემდეგ (მაღალ შაირში). მაგ.


ნახეს /უცხო/ მოყმე /ვინმე/ ჯდა მტირალი/ წყლისა/ პირსა.


მთავარი ცეზურა ყველა ლექსისთვის არ არის დამახასიათებელი.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები