ცეკვა მოდერნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეკვა „მოდერნი“ – თანამედროვე საცეკვაო ხელოვნებაში XX საუკუნის მიმართულების პირობითი სახელწოდება. შეიცავს სხვადასხვა საცეკვაო სკოლას და წარმოდგენილია მრავალი ქვეყნის შემსრულებლებით, პედაგოგებითა და ბალეტმაისტერებით, რომლებსაც აერთიანებთ საერთო მიზანი, შექმნან ისეთი ახალი ცეკვა, რომელიც XX საუკუნის ადამიანის სპეციფიკურ სულიერ მოთხოვნილებებს პასუხობს. თავიანთ ცეკვას ისინი უპირისპირებენ კლასიკურს და მცდარად მიაჩნიათ, რომ მისი გამომსახველი ხერხები (პუანტები, განშლადობა) არაბუნებრივია და ვერ შეესაბამება ჩვენი დროის იდეებს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები