ცელულოზის აცეტატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცელულოზის აცეტატი – აცეტილცელულოზა, მყარი სხეული, რომელიც მიიღება ცელულოზის დამუშავებით ძმარმჟავაში (აცეტილირება). იხსნება დაქლორილ ნახშირწყალბადებში, რთულ ეთერებში, კეტონებში, ჭიანჭველასა და ძმრის მჟავებში; ნაკლებად მდგრადია ტუტეების მიმართ. ცელულოზის აცეტატი მზადდება აცეტატის ბოჭკო, უწვადი კინო- და ფოტოფირის საფუძველი, სათბურების გადასახურავი აფსკი. ცელულოზის აცეტატის საფუძველზე მიღებული პლასტმასი (ეტროლი) გამოიყენება ავტომობილებისა და თვითმფრინავების საჭევრების დასამზადებლად.