ცელულოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცელულოიდი − (ფრანგ. cellulaire < ახ. ლათ. cellulāris პატარა უჯრედებისგან < ლათ. cellula ცოცხალი უჯრედი, პატარა ოთახი და ბერძ. oeidēs მსგავსი, მსგავსება, ფორმა < eîdos სახე, ფორმა) – ცელულოზას ნიტრატზე დაფუძნებული მაგარი, პლასტიკური, ადვილად აალებადი პლასტმასი, რომლის შემადგენლობაში შედის: პლასტიფიკატორი (დიბუტილფთალატი, აბუსალათინის ან ვაზელინის ზეთი, სინთეზური ქაფური) და პიგმენტი. მისგან ამზადებენ: კინო- და ფოტოფირებს, პლანშეტებს, სახაზავებს, საგალანტერიო საქონელს, სათამაშოებს. შეუცვლელი მასალაა მაგიდის ჩოგბურთის ბურთების დასამზადებლად. მშენებლობაში გამოიყენება ცელულოიდი დამზა-დებული ცალ- და ორმხრივ გაპრიალებული, გამჭვირვალე, თეთრი, სახიანი ან შეღებილი თხელი ფურცლები.