ცემენტაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცემენტაცია − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება) – გრუნტის გამაგრების მეთოდი, რომელიც ხორციელდება გრუნტში ინექტორით ცემენტის ხსნარის შეშვებით. ინექტორს გრუნტში ასობენ 15 მ სიღრმემდე პნევმოჩაქუჩით ან ვიბროჩამსობით. თუ საჭიროა მეტ სიღრმეზე ცემენტაცია, მაშინ მიმართავენ ჩაბურღვას. ცემენტაციისათვის ცემენტისა და წყლის თანაფარდობა მიიღება 1:1-დან 1:10-მდე.