ცემენტის აქტიური დანამატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის აქტიური დანამატი – ნივთიერება, რომელიც წმინდად დაფქული სახით და ჰაეროვან კირში არეული, წყალში გახსნისას იძლევა ცომს, რომელიც წინასწარ ჰაერზე გამაგრების შემდეგ განაგრძობს გამაგრებას წყალში. პორტლანდცემენტში შერეული ამაღლებს მის წყალმედეგობას. დანამატები იყოფა ბუნებრივად და ხელოვნურად. ბუნებრივი აქტიური დანამატებია: დანალექი ქანებიდან: დიატომიტი, ტრეპელი, ოპოკა, გლიეჟი (გამომწვარი თიხა); ვულკანური წარმოშობის ქანებიდან კი ტუფი და პემზა; ხელოვნური დანამატებია: კაჟმიწა (წარმოების ნარჩენი), გამომწვარი თიხა, ბრძმედის გრანულირებული წიდა (მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენი) და ნაცარი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები