ცემენტის მოცულობის ცვლილების თანაბრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის მოცულობის ცვლილების თანაბრობაცემენტის თვისება ცემენტის ცომის გამყარების პროცესში დეფორმაციამ არ გადააჭარბოს ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ სიდიდეს. ცემენტის ქვის გამყარების პროცესი მიმდინარეობს მოცულობითი დეფორმაციებით: წყალში გამყარებისას ადგილი აქვს გაჯირჯვებას, ხოლო ჰაერზე – შეკლებას. მოცულობის ეს ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაითვალისწინება შეკლების ნაკერების მოწყობით. ცემენტის ქვის მოცულობის არათანაბარი ცვალებადობა გამოწვეულია კლინკერში კალციუმისა და მაგნიუმის თავისუფალი ჟანგეულების არსებობით, რომლებიც ჰიდრატაციის დროს ფართოვდება და იწვევს ადგილობრივ დეფორმაციას. სტანდარტის მიხედვით ცემენტის მოცულობის ცვლილების თანაბრობა გამყარებისას განისაზღვრება ნორმალური სისქის ცემენტის ცომის კვერისებრი ნიმუშების გამოცდით. ნიმუშებს დამზადებიდან ყოველ 24 სთ-ში ერთხელ 3 სთ-ით ათავსებენ მადუღარ წყალში. ამ დროს კვერებმა არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და არ უნდა გაუჩნდეს რადიალური ბზარები. დაუშვებელია მშენებლობაში ისეთი ცემენტის გამოყენება, რომელიც არ აკმაყოფილებს გამყარებისას მოცულობის ცვლილების თანაბრობის პირობებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები