ცემენტის ცომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის ცომი – მიიღება ცემენტის და წყლის შერევით. მას აქვს გამაგრების სამი პერიოდი:
1) დასაწყისი (1-3 სთ), რომლის განმავლობაში ცომი პლასტიკურია და ადვილად ყალიბდება;
2) შეკვრა (5-10 სთ), ამ დროს ცემენტის ცომი სქელდება, კარგავს ძვრადობას, მაგრამ მისი მექანიკური სიმტკიცე სუსტია;
3) გადასვლა მყარ მდგომარეობაში, როდესაც მთავრდება შესქელებული ცომის შეკვრა და იწყება გამაგრება. ამ პერიოდში ხდება სიმტკიცის მნიშვნელოვანი მატება. ნორმალურ პირობებში ბეტონის გამაგრება გრძელდება წლების განმავლობაში ცემენტის სრულ ჰიდრატაციამდე.

ცემენტის ცომის სისქელე

ნორმალური სისქელე წყლის ის რაოდენობაა (%-ში), რომელიც საჭიროა სტანდარტით განსაზღვრული ცემენტის ცომის კონსისტენციის მისაღებად. პორტლანდცემენტების ნორმალური სისქელეა 22-28%, პუცოლანიანი ცემენტებისა – 30% და მეტი. ცემენტის ნორმალური სისქელე იზრდება მასში წმინდად დაფქული დანამატის (გლიეჟი, ოპოკა, ტრეპელი) შეტანით. ყველაზე ნაკლები ნორმალური სისქელე აქვს სუფთა კლინკერულ ცემენტს. იგი განსაზღვრავს მის რეოლოგიურ თვისებებს და ამით გავლენას ახდენს ბეტონის ნარევის კონსისტენციაზე. რაც უფრო ნაკლებია ცემენტის ცომის სისქელე მით უფრო ნაკლებია ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნა, განსაზღვრული ძვრადობის მისაღებად. ცემენტის ნორმალური სისქელის 1%-ით შემცირება 2-5 ლ/მ3 ამცირებს ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნას. მაღალი მარკის ბეტონებში ეს კლება უფრო მეტია. წყლის ხარჯის შემცირება თავისთავად იწვევს ცემენტის ხარჯის შემცირებას. ბეტონებში სასურველია ნორმალური (ან დაბალი) სისქელის ცემენტის გამოყენება. ცემენტის ნორმალური სისქელის შესამცირებლად მასში შეჰყავთ მაპლასტიფიცირებელი დანამატი – სუპერპლასტიფიკატორი, რომელიც ცემენტის ნორმალურ სისქელეს ამცირებს 30-50%-ით. სუპერპლასტიფიკატორი ცემენტში შეჰყავთ მშრალი სახით დაფქვის დროს, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტი რაოდენობით შევიყვანოთ იგი ცემენტში, ვიდრე ბეტონის ნარევში, როცა წყლის მოლეკულები იკავებენ ცემენტის მარცვლის ზედაპირის ნაწილს და ამცირებენ სუპერპლასტიფიკატორის დოზას მათ ზედაპირზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები