ცემენტსაზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცემენტსაზიდი – ცემენტის ფხვნილის გადასაზიდი საშუალება, რომელსაც აქვს გრავიტაციული, მექანიკური ან აერაციულ-პნევმატიკური განტვირთვის მექანიზმი და ჰორიზონტალური ან ვერტიკალური რეზერვუარი. არსებობს ცემენტის გადამზიდების საავტომობილო, სარკინიგზო, სამდინარო და საზღვაო სახეები. ამათგან ყველაზე გავრცელებულია საავტომობილო ცემენტსაზიდი.