ცემი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემი – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, სადგერის პლატოზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთაღმოსავლეთით 18 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 1050-1240 მ სიმაღლეზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი). კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -4.20C) და თოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +180C) და მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 550 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო კლიმატი.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები