ცენტრალური და ცერვიკალური ეტიოლოგიის ვერტიგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური და ცერვიკალური ეტიოლოგიის ვერტიგო — ვესტიბულარული სისტემის ცენტრალური დაზიანებები, უმეტესწილად, წონასწორობის მოშლას იწვევს და არა ვერტიგოს. ამ დროს კოხლეარული ნიშნებიც ნაკლებად არის გამოხატული და თუ ასეთი ნიშნები და ვერტიგო არსებობს, მაშინ, როგორც წესი, საქმე გვაქვს ტვინის ღეროს იშემიურ პათოლოგიასთან ან გაფანტულ სკლეროზთან.

სარჩევი

 [დამალვა

ტვინის ღეროს ცერვიკო-ვერტებრალური და იშემიური ეტიოლოგიის ვერტიგოები

ზოგიერთ სინდრომს, მაგალითად Wallenberg-ის სინდრომს, აქვს უტყუარი სემიოლოგია. თუმცა, უნდა აღინიშნოს სხვა მრავალი სინდრომი, რომელსაც ვერტებრო-ბაზილარული სისტემის მოშლა იწვევს.

გამოვყოფთ სამ კლინიკურ ჯგუფს:

Wallenberg-ის სინდრომი

ეს სინდრომი ქრონიკული იშემიური პროცესის შედეგია და შემთხვევათა 80%-ში გამოიხატება ძლიერი როტაციულ ვერტიგოთი, რომელიც ცერებრალური ნეკროზის გამო ვითარდება.

მისი მრავალფეროვანი ნევროლოგიური სემიოლოგია უტყუარია და მიგვანიშნებს ქრონიკულ-არტერიული ჰიპერტენზიის არსებობაზე.

ხანგრძლივი ცენტრალური ვერტიგო

ვარაუდი ამ ვერტიგოს ცენტრალურ ეტიოლოგიაზე, ეყრდნობა შემდეგ ნიშნებს:

— ცენტრალური ტიპის ნისტაგმი;
— დისჰარმონიული ვესტიბულარული ნიშნები;
— წონასწორობის ხანგრძლივი და მკვეთრი დარღვევა;

ამ სინდრომის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებელია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება, რათა გამოვრიცხოთ ინტრაცერებრალური ჰემორაგია.

ხანმოკლე, პოზიციური ცენტრალური ვერტიგო

ამგვარი თავბრუსხვევები, როგორც წესი, თავის მოძრაობისას იწყება. სწორედ მისი ეტიოლოგიაა ყველაზე ძნელად გამოსაკვლევი, რადგანაც, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგალითად:

— გარდამავალი, იშემიური ვერტებრო-ბაზილარული უკმარი- სობით (გ.ი.ვ.ბ.უ.) (VBI);
— ართროზით;
— ორივე მიზეზით;

ამ ვერტიგოს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ცერვიკო-კრანიალური ტრავმაც.

ბანალური ართროზის არსებობისას, არ უნდა შევწყვიტოთ სხვა მიზეზების გამორიცხვა.

V.B.I.-ს მიზეზით განვითარებული ვერტიგო შეგვიძლია ვივარაუდოთ, როდესაც სახეზეა განმეორებითი იშემიური კრიზი, დიპლოპია.

ზედა კიდურებს შორის არტერიული წნევის დიდი სხვაობა მიგვითითებს ლავიწქვეშა არტერიის (a.subclavia) ნაკლოვანებაზე.

შეჯამება

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თავის მოძრაობაზე დამოკიდებული ვერტიგოები შეიძლება დაკავშირებული იყოს:

— პოზიციურ პაროქსიზმულ კეთილთვისებიან ვერტიგოსთან (პპკვ);
— კისრის პროპრირეცეპტულ მოშლასთან, რომელიც ზოგჯერ წონასწორობის დარღვევით და ნისტაგმით არის დამძიმებული;
NOTA BENE
  • ვერტიგოს არსებობისას, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ვერტებრო-ბაზილარულ უკმარისობაზე ან ცერვიკო-ვერტებრალურ პათოლოგიაზე.


კრანიო-ცერვიკალური ტრავმები

ზოგჯერ ძნელია განვასხვაოთ ნამდვილი ვერტიგო ზოგადი ტრავმული სიმპტომებისაგან.

ტრავმის შემდგომ პერიოდში (როდესაც საქმე გვაქვს კისრის მიდამოს ტრავმასთან), ნისტაგმოგრაფიის შედეგები, მიუხედავად რეაბილიტაციის და სუბიექტური ნიშნების გაუმჯობესებისა, არეული შეიძლება იყოს რამდენიმე თვეც კი. ამ შემთხვევაში, ვერტიგოს წარმოქმნა დაკავშირებულია არა მხოლოდ ცენტრალური და პერიფერიული ვესტიბულარული სისტემის მუშაობის შეფერხებასთან, არამედ ცერვიკალურ – პროპრიოცეპტიულ პათოლოგიასთანაც.

ასეთ შემთხვევებში, სიმპტომები ჩნდება ტრავმიდან რამდენიმე თვის შემდეგ და შესაძლოა დიდხანს დარჩეს და არ დაექვემდებაროს რეაბილიტაციას.

გაფანტული სკლეროზის ვერტიგო

ამ შემთხვევაში, ვერტიგოს შეტევა ძლიერი და ხანგრძლივია. წონასწორობის პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია. ნისტაგმი ხშირად მრავალფეროვანია.

უკანა ფოსოს სიმსივნეები

ამ სიმსივნეების დროს, ვესტიბულარული ნიშნები შესაძლოა სუსტად იყოს გამოხატული. ამასთანავე, შესაძლებელია ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის ნიშნების არსებობაც. სიმპტომების ამგვარი შეხამებისას, აუცილებელია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებთან გვაქვს.

მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია

მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის დროს, ძირითადად, სახეზეა პერიფერიულ-ვესტიბულარული მოშლილობა.

ცენტრალურ – ვესტიბულარულ სისტემას ალკოჰოლი და სიგარეტი აზიანებს. ამიტომ ვერტიგოიან პაციენტებში არცერთი მათგანი არ არის რეკომენდებული.

შეჯამება

ცენტრალურ-ვესტიბულარული დისფუნქცია არ არის ადვილი გასარკვევი. მცირეოდენი ეჭვის შემთხვევაშიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგის აზრი.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები