ცერცვაძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ ცერცვაძე

ცერცვაძე ვასილ − (1946 − 1999), ავტორი ცნობილი ამღერებული ლექსისა „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს”. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სპი-ს საამშენებლო ფაკულტეტზე. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1961 წელს გაზეთ „რკინიგზელში”.


* * *
როგორ გავძელით...
− რომ ვერ გავძვერით _
− ისევ იმ წყეულ წრეში ვტრიალებთ.
ყველას მივყვებით... ყველას ვუმღერით...
ვინც თვალწინ ნაჭერს აგვიფრიალებს.
როგორ გავძელით...
დროზე გავსხალით...
მაგრამ რად გინდა... (ჩვენზე ახია)
იქ არ მწიფდება − სადაც ჩავყარეთ,
ღვინობისთვეში კიდევ მკვახეა.
როგორ გავძელით...
ეს თქარათქური −
გაღვიძებული სულის კვდომაა...
სხვის საწნახელში ჩუხჩუხებს ტკბილი...
და რა... ჩვენთვისაც შემოდგომაა?!.
როგორ გავძელით...
როგორ დავთვერით...
ისევ ეშმაკის წრეში ვტრიალებთ...
კვლავაც მივყვებით...
ყველას მივყვებით...
თვალწინ ნაჭერს ვინც აგვიფრიალებს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები