ცეტერახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Ceterach officinarum DC. — სამკურნალო ცეტერახი
მრავალწლოვანი, მცირე ზომის მოკლე ფესურიანი სპოროვანი, ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ტყავისებრია, ფრთისებრ განკვეთილი, ლანცეტა ან მოგრძო ლანცეტა ფორმის, კონებადაა შეკრებილი; სეგმენტები მომრგვალო ოვალურია, ზემოდან მქრქალი მონაცრისფრო მწვანე, შიშველი, ქვემოდან – ყუნწიანად დაფარულია კრამიტისებრად განლაგებული მურა ფერის ქერქლებით, რომლებშიც სორუსებია ჩამალული. სპორები ოვალურ-თირკმლისებრია, ბლაგვეკლიანი. სორუსები მწიფდება ივლის-აგვისტოში. იზრდება კლდეების დაფარულ ნაპრალებში, ქვის ფერდობებზე. ზღვის დონიდან დაწყებული სუბალპურ სარტყლამდე.
ფოთლები ხასიათდება შემკვრელი და ჭიისმდენი მოქმედებით. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ელენთისა და შარდის ბუშტის დაავადებებისას (Ролловъ, 1908).