ცეცხლაძე მურმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურმან ცეცხლაძე

ცეცხლაძე მურმან − (1957), ქართველი ეკონომისტი და პოეტი. დაიბადა სოფელ ჩაოში (ხულო). 1979 წელს დაამთავრა სპი-ს ავტომექანიკური ფაკულტეტი და ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამ სპეციალობით, 1996 წლიდან კი მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, 2000 წლიდან დოცენტად. 1976 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს საქართველოს სხვადასხვა ჟურნალგაზეთებში მხატვრულ ნაწარმოებებს, სამეურნეო და საზოგადოებრივი ხასიათის წერილებს, მხატვრულ თარგმანებს.: „ლიტერატურული საქართველო”, „საუნჯე”, „ცისკარი”, „განთიადი”, „ჭოროხი”, „ლიტერატურული აჭარა”, „ნობათი”, „აჭარა”, „რტონი”, „აღორძინება”, „კახაბერი”.


* * *
ქალი, რომელიც მე უარვყავი,
იდგა და ჰგავდა მოწყვეტილ ყვავილს,
იდგა, დარდობდა ჩემ გამო იქნებ
და იცილებდა აბეზარ ფიქრებს...
მე კი ვუმზერდი შორიდან მალვით
და მიტოვებულს მე უფრო ვგავდი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები