ცეცხლდაშენის სექტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლდაშენის სექტორი – ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელსაც საცეცხლე საშუალებებს (ტყვიამფრქვევს, ტანკს, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანას, ქვემეხს, ყუმბარსატყორცნს და სხვა) უნიშნავენ მოწინააღმდეგის დასაზიანებლად პირდაპირი დამიზნების ცეცხლით; სამხედრო-საზღვაო ძალებში მიღებულია ტერმინი “სროლის სექტორი” – აკვატორიის ან ნაპირის ნაწილი, რომელიც შემოიფარგლება კიდურა მიმართულებებით (პელენგებით) და ხომალდის (ხომალდების რაზმის) არტილერიის, ბატარეის (დივიზიონის) სროლის მაქსიმალური სიშორით.