ცეცხლის დაგეგმვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლის დაგეგმვაბრძოლასა და ოპერაციაში მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების არსის, წესის და თანამიმდევრულობის შემუშავება. უნდა განისაზღვროს:

  • დასაზიანებლად დასახული მოწინააღმდეგის დაჯგუფებები, მისი ცალკეული ობიექტები და ამ ობიექტების დაზიანების ხარისხი;
  • მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების საერთო წესი ჯარების მიერ ტაქტიკური და ოპერატიული ამოცანების შესრულების დროს;
  • ცეცხლით დაზიანების პერიოდები;
  • დაზიანების საშუალებების მოზიდვის და განაწილების მოთხოვნილებები;
  • საცეცხლე მომზადების ხანგრძლივობა, თანამიმდევრობა და იერიშის საცეცხლე მხარდაჭერის მეთოდები;
  • საცეცხლე დაზიანების საშუალებების ამოცანები;
  • საბრძოლო მასალების მოთხოვნილება და განაწილება ჯარების ამოცანებისა და ცეცხლით დაზიანების პერიოდების მიხედვით, აგრეთვე ურთიერთქმედება, მართვის ორგანიზაცია, შესაბამისი და მაგეგმარებელი დოკუმენტების შემუშავება.

ზოგადი ცეცხლის დაგეგმვა ხორციელდება დაჯგუფების და არმიის შტაბებში, დეტალური – შენაერთებში, ნაწილებში, საარტილერიო ჯგუფებსა და ქვედანაყოფებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები