ცეცხლის მართვის და სროლის მომსახურების ხელსაწყოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის მართვის და სროლის მომსახურების ხელსაწყოები – სახმელეთო არტილერია მოიცავს: სროლისათვის მონაცემების გათვლის, ცეცხლის მართვის, კორექტირების გათვლის, საარტილერიო შესწორების ხელსაწყოებს და სხვა. ასევე ქვემეხის გამიზვნის (კოლიმატორი), ბალისტიკური (საველე ბალისტიკური სადგური, მუხტის კამორის სიგრძის საზომი ხელსაწყო, საბატარეო თერმომეტრი), მეტეოროლოგიური (საველე ქარმზომი) და ტოპოგეოდეზიური მომზადების (გიროაზიმუტი, კურსისგამტარი) ხელსაწყოებს. სროლის ამოცანების უფრო ზუსტი და სწრაფი გადაწყვეტის აუცილებლობამ გამოიწვია მართვის მანქანების კომპლექსების შექმნა, რომელიც აღმოჩენიდან 40წმ-ში უზრუნველყოფს არაგეგმურ მიზანზე ცეცხლის გახსნას.