ცეცხლის წაკიდებისადმი მიდრეკილება პათოლოგიური
ცეცხლის წაკიდებისადმი მიდრეკილება პათოლოგიური - (F63.1), (firesetting, pathlogical), საკუთრების ობიექტების ან სხვა ობიექტებისათვის ცეცხლის წაკიდების მოტივაციას მოკლებული (არამოტივირებული) მრავალრიცხოვანი ქმედებები ან მცდელობები. ცეცხლთან და წვასთან დაკავშირებული საგნებით გატაცება. ეს ქცევა, როგორც წესი, ხასიათდება ქმედების წინ დაძაბულობით, შემდგომი დამშვიდებით და კმაყოფილების შეგრძნებით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)
პირომანიის დიაგნოზის დასმა არ ხდება ასოცირებული ანტისოციალური პიროვნული აშლილობის, მანიაკალური ეპიზოდების ან (ბავშვებსა და მოზარდებში) ქცევითი აშლილობის დროს. ამ იშვიათი მდგომარეობის დროს ცეცხლის გაჩენის აქტს წინ უძღვის დაძაბულობა, რომელსაც მოსდევს დაძაბულობისგან გათავისუფლება. პირომანიის მქონე ადამიანები შეპყრობილნი არიან ცეცხლის გაჩენითა და ცეცხლის ჩაქრობის სურვილით. მათ ძალიან სიამოვნებთ ცეცხლის ყურება. მათ შეიძლება წინასწარ დაგეგმონ ცეცხლის გაჩენა და არ გაითვალსიწინონ საფრთხე, რომელიც ექმნება სხვა ადამიანებს მათი ქცევის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამორიცხვის შემთხვევაში პირომანია იშვიათად გვხვდება. უფრო მეტიც, ზოგიერთ ავტორს საერთოდ ეეჭვება მისი არსებობა. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)
სინონიმი
პირომანია