ცეცხლმაქრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლსაქრობი (ცეცხლმაქრი) – გადასატანი ან გადასაადგილებელი მოწყობილობა (აპარატი) ხანძრის კერის ჩასაქრობად ხანძარმქრობი ნივთიერების გამოფრქვევით. ხელის ცეცხლსაქრობი არის ცილინდრული ფორმის წითელი ფერის ბალონი საქშენიანი მილაკით. მოქმედებაში მოყვანის დროს საქშენიდან მაღალი წნევით გამოსვლას იწყებს ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს ჩააქროს ცეცხლი. ასეთი ნივთიერება შეიძლება იყოს ქაფი, წყალი, აზოტი, ნახშირბადის დიოქსიდი, ქიმიურად ინერტული აირი და სხვ. ცეცხლსაქრობის ტევადობაა 1-დან 100 დმ3-მდე, წონა 4-8 კგ. მუშაობის პრინციპის მიხედვით ის შეიძლება იყოს ხელის, ავტომატური და უნივერსალური.