ცეცხლმედეგი დუღაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლმედეგი დუღაბი − დუღაბი, რომელიც გარკვეულ ზღვრებში ინარჩუნებს ზოგადტექნიკურ თვისებებს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად მოქმედების პირობებში. ასეთი დუღაბები გამოიყენება საცეცხლე ღუმლების აგურის წყობაში, სადაც ტემპერატურაა 1300-1350°C. ცეცხლმედეგობის ასამაღლებლად დუღაბში შეაქვთ დანამატები, როგორიცაა: ბოქსიტები, შამოტის ქვიშა, ნატრიუმიანი თხევადი მინა, ბენტონიტის თიხა, კერამზითი, ვულკანური ტუფი, გრანულირებული ბრძმედის წიდა და სხვ.