ცეცხლოვანი კუნძული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლოვანი კუნძული – ერთ-ერთი ეგვიპტური მითის თანახმად, მზის სამშობლო და დაბადების ადგილი იყო „ცეცხლოვანი კუნძული“. ეგვიპტელის წარმოდგენით სად მდებარეობდა ეს კუნძული, დადგენილი არ არის. ჰერმოპოლისში ცეცხლოვანი კუნძული პირველქმნილი ღვთაების ადგილსამყოფელად იყო მიჩნეული, და ამდენად, ის შეიძლება „პირველყოფილი ბორცვის“ იქაურ ვარიანტად ჩაითვალოს. თანდათან ჰერმოპოლისის ცეცხლოვანი კუნძული გადაეჯაჭვა მზის დაბადების ცეცხლოვან კუნძულს, და მას მოიხსენიებენ, როგორც ადგილს, „სადაც მზე წარმოიქმნა სამყაროს დასაწყისში, როცა მიწა ჯერ ნუნიდან გამოყოფილი არ იყო“. გვიანდელი პერიოდის ტაძრების საკულტო ტოპოგრაფიულ ცხრილებში ცეცხლოვანი ადგილი მოხსენიებულია, როგორც წმინდა ადგილი ჰერმოპოლისში, სადაც იდგა საკრალური ხე, „აკაცია სუფთა სხეულით.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები