ციათოსტომა
ციათოსტომა – (Cyathostoma; ბერძნ. kyathos ფიალა + stoma პირი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Syngamidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს;
Cyathostoma bronchialis (ლათ. ბრონქების) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, გედის და სხვათა ბრონქებში. გეოჰელმინთი. რეზერვუარული მასპინძელი – ჭიაყელები. იწვევს ციათოსტომოზს. გავრცელებულია კერობრივად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. უპირატესად ავადდება 3-4 თვის ასაკის ბატის მოზარდეული. ინტენსიური დაინვაზიებისას დაავადება მწვავე ფორმით მიმდინარეობს, სუსტი დაინვაზიებისას – ქრონიკული ფორმით.
სიმპტომები: სიგამხდრე, მოდუნება, სისუსტე, თავის მოძრაობა სხვადასხვა მხარეს, ჩრდილში ყოფნის მცდელობა, წყალსატევებიდან გარიდება, გაღებული ნისკარტიდან ქაფიანი ლორწოს დენა, გართულებული სუნთქვა ხრინწით. ფრინველი ასფიქსიისაგან იღუპება.